Google Play Store-მა 2019 წელს $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო

Google Play Store-მა 2019 წელს $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო

Alphabet Inc–ის Google–მა 2019 წელს მობილური აპლიკაციების მარკეტფლეისიდან $11.2 მილიარდი შემოსავალი მიიღო. ეს ინფორმაცია შაბათს სასამართლოს განცხადების გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Google–ის ფინანსური შედეგები საჯარო გახდა.

იუტას და აშშ–ის სხვა 36 შტატის გენერალურმა პროკურორებმა, რომლებიც Google Play Store–ს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევის გამო ედავებოდნენ, განაცხადეს, რომ 2019 წელს Google Play-ის მთლიანი მოგება $8.5 მილიარდი იყო, ხოლო საოპერაციო მოგება $7 მილიარდს უტოლდებოდა, შესაბამისად საოპერაციო სალდო საკმაოდ მაღალი – 62% იყო.

შემოსავალი მოიცავს აპლიკაციების გაყიდვას, შესყიდვებს და რეკლამებს. Google-მა როიტერს განუცხადა, რომ  მონაცემები სასამართლოს მიერ  მათი ბიზნესის არასწორი დახასიათებისათვის გამოიყენება.

ბრალმდებლებმა ასევე განაცხადეს, რომ 2022 წლის ბოლოს შესაძლოა ცალკე სასამართლო პროცესი გაიმართოს იმის შესახებ, ბოროტად იყენებს თუ არა Google–ი მონოპოლიას Android მოწყობილობებისთვის.

გენერალური პროკურორები, ასევე მობილური აპლიკაციების შემქმნელები ცალკე უჩივიან Google-ს. ისინი ამტკიცებენ, რომ Google–ი  უზარმაზარ მოგებას გამოიმუშავებს Play Store–ით, აპლიკაციის შიგნით გაყიდული თითოეული ციფრული საქონლის საფასურის 30%-ის აღებით. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Google-ის მომსახურების საფასური თვითნებურად მაღალია და ამცირებს აპლიკაციის დეველოპერების მოგებას.

Google ამტკიცებს, რომ Google Play Store–ის  და გადახდის სისტემების ალტერნატივები არსებობს, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს საშუალებები თითქმის  გამოუყენებელია და უმეტესად  იბლოკებოდა კიდეც.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Google- ა ანტიკონკურენტული გარიგებების წყალობით გაზარდა  სარგებელი და შეზღუდვები დაუწესა მთავარ დეველოპერებს, როგორიცაა „Legends League“ შემქმნელი Riot Games.

Epic Games–ის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ Google–ს, შიდა დოკუმენტების თანახმად, ეშინია წლიურად $1.1 მილიარდის დაკარგვის Play Store–დან, თუ შესაძლებელი გახდება მისი გვერდის ავლით აპლიკაციების განთავსება და გაყიდვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *