„გთხოვთ, ნახშირბადზე გადასახადი დააწესოთ“ - ევროპის უმსხვილესი კომუნალური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი

„გთხოვთ, ნახშირბადზე გადასახადი დააწესოთ“ - ევროპის უმსხვილესი კომუნალური კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი

ევროპის უმსხვილესი კომუნალური კომპანია „Enel-ის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნებმა ნახშირბადზე გადასახადი უნდა დააწესონ, რათა ხელი შეუწყონ სათბური აირების ემისიის შემცირებას და კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად განსაზღვრული მიზნების მიღწევას.

„გთხოვთ, დააწესოთ ფასი ნახშირბადზე“, –  ეს განცხადება ევროპის უმსხვილესი კომუნალური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანჩესკო სტარასმა გააკეთა. ეს განცხადება სტარასმა გაეროს COP26 კლიმატის მოლაპარაკებებამდე ოთხი კვირით ადრე გააკეთა. შეხვედრის მიზანია, უზრუნველყოს 2015 წლის პარიზის შეთანხმების ხელმომწერი 200 ქვეყნის მიერ  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ბევრი ექსპერტი ემისიის შემცირების წასახალისებლად ნახშირბადზე გადასახადის დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს. ამასთან, მსგავსი გადასახადი ახალ, არანახშირბადოვან ტექნოლოგიებს საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიოს უფრო მეტად დამაბინძურებელ ენერგიის წყაროებს.

ნახშირბადზე ფასი შეიძლება დაწესდეს გადასახადის სახით, ემისიების სავაჭრო სისტემის (ETS) ან ეგრეთწოდებული კაპიტალური და სავაჭრო სქემების საშუალებით, თუმცა საკმაოდ საკამათოა, თუ რომელია საუკეთესო სისტემა ნახშირბადზე „ფასის დაწესებისათვის“.

აშშ–ის წარმომადგენელმა ჯონ კერიმ  შოტლანდიაში, გლაზგოში გამართულ COP26–ის სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიოს მსხვილმა ეკონომიკებმა „უფრო მეტი უნდა გააკეთონ“. იქნება თუ არა „უფრო მეტი“ ამგვარი გადასახადის დაწესება, ჯერჯერობით უცნობია.

 

ფოტო: REUTERS/Alessandro Garofalo