სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 465.9 ათასი მგზავრი გადაიყვანა. ეს გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.4 პროცენტით ნაკლებია.
ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მილიონი მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462.1 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.2 პროცენტს შეადგენს და 0.5 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
I კვარტალში საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 50.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, სომხეთის მიმართულებით კი 43.9 პროცენტი გავიდა.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.