I კვარტალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $4.78 მილიარდამდე გაიზარდა

I კვარტალში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $4.78 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ექსპრესმონაცემების თანახმად, 2023 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $4.78 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.

საქსტატის ექსპრესმონაცემებით, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 მილიარდ 461 მილიონი დოლარი იყო. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით ექსპორტის მაჩვენებელი 24.7%-ით, ხოლო იმპორტი 21%-ით, 3 მილიარდ 322 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.