ფოტო: Getty Images
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, ამ შემთხვევაში 3%-იანი ზრდა აღინიშნა. ცნობისთვის, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ცნობით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი ბინების სეგმენტში ფასები 2%-ით გაიზარდა, კერძო სახლების სეგმენტში კი – 1.1%-ით. 2025 წლის I კვარტალთან შედარებით ბინების შემთხვევაში 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო კერძო სახლების შემთხვევაში – 1.8%-იანი.
2026 წლის I კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულება, თბილისის უბნების მიხედვით:

შენიშვნა: RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.









