ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ივნისში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 57 მილიონი ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 26%-ით (50.5 მილიონი ლარით) გაიზარდა. გასული წლის პირველ ექვს თვეში წმინდა მოგება 192 მილიონი ლარი იყო, 2015 წლის პირველ ექვს თვეში კი 243 მილიონი ლარი.