იანვარ-მარტში საქართველოში გაცემული ხელფასი 200 მილიონი ლარით შემცირდა

იანვარ-მარტში საქართველოში გაცემული ხელფასი 200 მილიონი ლარით შემცირდა

29 ივნისს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის პირველი კვარტლის (იანვარი-მარტი) ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1.8 მილიარდი ლარის ხელფასი გაიცა, რაც 200 მილიონი ლარით (10%-ით) ნაკლებია 2015 წლის პირველი კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალს 72 მილიონი ლარით (4%-ით) ჩამოუვარდება.

საქსტატის მეთოდოლოგიური განმარტებების მიხედვით, ხელფასებში აღრიცხულია დაქირავებით მიღებული შრომისგან მიღებული ხელფასი და სხვა დანამატები ( პრემიები, დანამატები ფულადი ან ნატურალური ფორმით, ფულადი თანხები შვებულებისთვის, დღესასწაულებისთვის და ა.შ.) გადასახადების გამოქვითვამდე.

ამავე დროს, საქსტატის ინფორმაციით, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს საქართველოში 34 700 ადამიანით მეტი დასაქმდა, ხოლო საქართველოს ბიზნეს სექტორში, 2016 წლის პირველ კვარტალში, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 32 000 ადამიანით მეტი იყო დასაქმებული. ამავე დროს, საქსტატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 57 ლარით (6.7%-ით) გაიზარდა. ყოველივე ამას ქვეყანაში გაცემული ხელფასების ზრდა უნდა გამოეწვია და არა 200 მილიონი ლარით შემცირება.

ცხრილი – საქართველოში გაცემული ხელფასი კვარტლების და წლების მიხედვით, მილიონ ლარში:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *