იანვარში ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა

იანვარში ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მთლიანობაში 151,939 მგზავრს მოემსახურა. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის იანვართან შედარებით გაზრდილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. გასულ თვეში მაჩვენებელმა 486 შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 66%-იან ზრდას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,671,016 მგზავრს მოემსახურა. ეს 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 103%-ით გაზრდილი მონაცემია.

გარდა ამისა, გასული წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მთლიანობაში 5,040 რეისი შესრულდა. ამ შემთხვევაში კი 2022 წელთან შედარებით მაჩვენებელი 57%-ით არის გაზრდილი.