იანვრის 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი

იანვრის 10 უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელი

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.

ექსპორტი 26.2%, 338.6 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი 1 მლრდ აშშ დოლარს. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 664.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (232.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (190.0 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (96.4 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 19.4 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18 მლნ აშშ დოლარით (5.3%).

წყარო: საქსტატი

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 101.4 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.1% შეადგინა. მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 80.4 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%), ხოლო მესამეზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 66.8 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).

წყარო: საქსტატი