იაპონურმა Toyota-მ გერმანული Volkswagen-ი უკან ჩამოიტოვა

იაპონურმა Toyota-მ გერმანული Volkswagen-ი უკან ჩამოიტოვა

Toyota პირველ ადგილს დაუბრუნდა, იაპონურმა კომპანიამ გერმანულ Volkswagen-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი კვლავ გახდა. 2020 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით Toyota-მ 9.5 მილიონი ავტომობილი გაყიდა, მაშინ როდესაც Volkswagen-მა 9.3 მილიონი მანქანის გაყიდვა მოახერხა.

ცნობისთვის, Volkswagen-ი აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Audi, Skoda და Porsche. ხოლო Toyota აერთიანებს Daihatsu-ს და Hino-საც.

Toyota 2013 წელსაც გახდა ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი, მაშინ როდესაც მან გაყიდვებით General Motors-ს გადაუსწრო. ორი წლის შემდეგ კი იაპონურ მწარმოებელს Volkswagen-ი მიუახლოვდა, ხოლო 2017 წელს ოფიციალურად უკან ჩამოიტოვა. მას შემდეგ ამ დრომდე სწორედ Volkswagen-ი იკავებდა მოწინავე პოზიციებს. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პანდემიამ ავტომწარმოებლები რთულ ვითარებაში ჩააყენა. Toyota-ს გაყიდვები 11.3%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, თუმცა, Volkswagen-ის გაყიდვებმა კიდევ უფრო მეტი – 15.2%-იანი კლება განიცადა. ამჟამად ავტომწარმოებლები საჭირო კომპონენტების დეფიციტს განიცდიან, რაც წარმოების პროცესს აფერხებს, UBS-ის ანალიტიკოსების თქმით, Volkswagen-მა შესაძლოა წლის პირველ კვარტალში 100 000-ით ნაკლები მანქანის წარმოება მოახერხოს დეფიციტს გამო.