II კვარტალში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა

II კვარტალში საქართველოს მშპ 7.5%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.5% შეადგინა. მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში 19.28 მილიარდი შეადგინა.

გარდა ამისა, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება II კვარტალში 2%-ით განისაზღვრა.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6%), მშენებლობა (22.7%), განათლება (19.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8%), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8%).

კლება კი შემდეგ დარგებში აღინიშნა: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1%), დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0%).

საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5%) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6%). შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (8.9%), მშენებლობა (7.7%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.7%), სახელმწიფო მმართველობა (6.9%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6%), განათლება (5.3%).