ზედიზედ მეშვიდედ, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ზედიზედ მეშვიდედ, ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ქართველი ძალოსანი, ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა. ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საუდის არაბეთმა უმასპინძლა, გუშინ, 17 სექტემბერს დასრულდა.

ტალახაძემ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედალი აკვრასა და ატაცში, ასევე ორჭიდში მოიპოვა.

ორჭიდში ქართველმა ძალოსანმა 473 კილოგრამი დააფიქსირა, ატაცში – 220 კილოგრამი, ხოლო აკვრაში – 253 კილოგრამი.

აღსანიშნავია, რომ შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს ევროპის ჩემპიონატი ასევე შვიდჯერ აქვს მოგებული, ოლიმპიადაზე კი ოქროს მედლის მოპოვება ორჯერ შეძლო.