საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 16.3%-ით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8%-ით);
- მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6%-ით);
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3%-ით).
მიმდინარე წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო კაცების – 2 233.9 ლარით განისაზღვრა.
ქალებისთვის ხელფასის წლიურმა ზრდამ 193.5 ლარი (15.3%) შეადგინა, ხოლო კაცებისთვის – 329.1 ლარი (17.3%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი კვლავ ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 293 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციისა და კომუნიკაციის (4 073.1 ლარი, გაიზარდა 18.6%-ით), ასევე მშენებლობის (3 037.0 ლარი, გაიზარდა 31.8%-ით) სექციებში ფიქსირდება.
რაც შეეხება არასამეწარმეო და საფინანსო სექტორს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საშუალო თვიური ხელფასი 199.2 ლარით (14.4%) გაიზარდა და 1 579.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.