$44-მილიარდიანი გარიგების დასრულების შემდეგ, მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ Twitter-ის მართვა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებებით დაიწყო.
პირველივე დღეს, ილონ მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.
დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ “ჩიტი თავისუფალია”, რითაც ის იგულისხმა, რომ Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან განთავისუფლდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
Forbes-ის წყაროების ინფორმაციით, შეხვედრაზე მასკმა აწ უკვე ყოფილ CEO-ს განუცხადა, რომ ის მოლაპარაკებების პროცესში ბოტების რეალური რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიზანმიმართულად დამალვაშია დამნაშავე, რის გამოც თანამდებობიდან დაუყოვნებლივ იქნება განთავისუფლებული.