Shell-ის მოგებამ $9.5 მილიარდი შეადგინა - კომპანია დივიდენდის ზრდას გეგმავს

Shell-ის მოგებამ $9.5 მილიარდი შეადგინა - კომპანია დივიდენდის ზრდას გეგმავს

წარმოებისა და ბუნებრივი აირით ვაჭრობის სუსტი მაჩვენებლის შედეგად, Shell-ის მესამე კვარტალის მოგება, წინა კვარტალის რეკორდულ მონაცემთან შედარებით შემცირდა და $9.45 მილიარდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კომპანია წლის ბოლომდე, აღმასრულებელი დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდგომ, დივიდენდის მკვეთრად ზრდას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ Shell-მა აქციების გამოსყიდვის პროგრამაც გაახანგრძლივა და ახლა უკვე ახალი გეგმით, მომავალი სამი თვის განმავლობაში, $4 მილიონის აქციების შეძენას აპირებს. რაც შეეხება დივიდენდთან დაკავშირებულ გეგმას, კომპანია მას მეოთხე კვარტალში 15%-ით გაზრდის, მას შემდგომ, რაც აღმასრულებელი დირექტორი ბენ ვან ბერდენი 9-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგება. დივიდენდის გადახდა მარტში იგეგმება.

მიმდინარე წელიწადში $30.5-მილიარდიანი მოგებით, Shell-ი რეკორდული წლიური მოგების გაუმჯობესების გზაზეა. კომპანიის მოგებამ რეკორდულ $31 მილიარდს 2008 წელს მიაღწია. Shell-ის აქციები მიმდინარე წელს 40%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა.

Shell-ის ახალი CEO უოლ სავანი იქნება, რომელიც აქამდე კომპანიის განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ახალ CEO-დ განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის არჩევა, სავარაუდოდ, ბრიტანული ენერგოგიგანტის პოლიტიკაში ცვლილებების ნიშანია. კომპანიას 2050 წლისთვის მკაფიოდ დასახული გეგმა აქვს, მოკლე და საშუალოვადიანი მიზნებით: სათბური აირების ემისიების ნულამდე შემცირება და ბიზნესმოდელის განახლებადი ენერგიისთვის მორგება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *