IMF-ის ანგარიში: რა გავლენა იქონია პანდემიამ კომერციულ უძრავ ქონებაზე?

IMF-ის ანგარიში: რა გავლენა იქონია პანდემიამ კომერციულ უძრავ ქონებაზე?

პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვების შედეგად  კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა კრიტიკულადაა შემცირებული – დაცარიელებულია საოფისე ფართები, საცალო მოვაჭრეებისთვის შემცირებულია სამუშაო საათები, დაბალია მოთხოვნა სასტუმროებზე. პირდაპირი გავლენის გარდა, პანდემიამ სრულად შეცვალა ხედვა კომერციული ფართების გამოყენებასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ბოლო ანგარიშის მიხედვით, გრძელვადიან ჭრილში ელექტრონული ვაჭრობის განვითარება და დისტანციური მუშაობის პრაქტიკის მასშტაბურად დანერგვა საფრთხეს უქმნის სექტორის ფინანსურ სტაბილურობას.

კომერციული უძრავი ქონების სექტორი მჭიდროდაა დაკავშირებული ზოგად მაკროფინანსურ სურათთან. ამავდროულად, აღნიშნული სექტორი მასობრივად  ეყრდნობა საკრედიტო დაფინანსებას, შესაბამისად, ძალიან ბევრ ქვეყანაში მისი წარმომადგენლებისთვის გაცემული სესხები საბანკო საკრედიტო პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილია. უარყოფითმა შოკმა კი შესაძლოა, საგრძნობლად შეამციროს კომერციული ფართების ფასები, იმოქმედოს კრედიტის ხარისხზე და პრობლემები შეუქმნას ფინანსურ ორგანიზაციებსაც.

ფასების ვარდნის რისკი იზრდება, როდესაც ბაზარზე არსებული ფასი მეტად განსხვავდება თვითღირებულებისგან. სხვაობა კიდევ უფრო გაამძაფრა პანდემიის შედეგად გამოწვეულმა მოთხოვნისა და ოპერაციული შემოსავლების ვარდნამ. სავარაუდოა, რომ ეკონომიკის აღდგენისას ფასისა და ღირებულების ეს სხვაობა შემცირდება. მიუხედავად ამისა, სექტორს მოუწევს, შეეწყოს საზოგადოების სახეცვლილ მოთხოვნებს. IMF-ის ანალიზით, მოთხოვნის ცვლილებით გამოწვეული კომერციული საკუთრების დაკავებულობის დონის 5%-იანი ზრდა ხუთ წელიწადში კომერციულ უძრავ ქონებაზე ფასებს 15%-ით შეამცირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *