ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა

ივლისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსიც გაუფასურდა

რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. გაანგარიშებაში ჩართულია აშშ დოლარი, ევრო, რუსული რუბლი და თურქული ლირა.

ცალკეულ ქვეყნებთან დაფიქსირებული რეალური გაცვლითი კურსები ერთიანდებაინ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსში. რაც უფრო დიდია სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის ვალუტასთან ლარის კურსის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს ინდექსის საბოლოო მაჩვენებელზე. ინდექსის ზრდა ნიშნავს ეროვნული ვალუტის რეალურ გამყარებას და საგარეო ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ხოლო ინდექსის შემცირება – პირიქით. მაგალითად, თუ თურქული ლირას მიმართ ლარი მყარდება, საქართველოს ექსპორტი თურქეთში ძვირდება, ხოლო თურქეთის იმპორტი საქართველოში იაფდება. თუ ამას თან ახლავს თურქეთში ინფლაციის მატება (ზოგადად პროდუქტების გაძვირება), მაშინ თურქული ლირას გაუფასურების ქართულ ექსპორტზე უარყოფითი გავლენა შემცირდება. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ქვეყნებს შორის ფასების ზრდის ტემპებში თანაფარდობას.

2019 წლის ივლისში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 4.7 პუნქტით შემცირდა და 111.3 შეადგინა, ანუ ლარის რეალური კურსი გაუფასურდა. 2018 წლის ივლისთან შედარებით კი 14.7 პუნქტით არის გაუფასურებული და ბოლო 2 წლის მინიმუმზეა.

გრაფიკი: ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *