ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 67 მლნ ლარით შემცირდა

ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 67 მლნ ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 67 მლნ ლარით შემცირდა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 17 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ივლისში ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო ვალი 64 მლნ ლარით შემცირდა. ივნისში საშინაო სახელმწიფო ვალი 3 მლნ ლარით შემცირდა.

2017 წლის 31 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.2 მილიარდი ლარი იყო, 2018 წლის 31 ივლისის მდგომარეობით კი 1.1 მილიარდი ლარით მეტი, 16.3 მილიარდი ლარია. აქედან, საგარეო სახელმწიფო ვალი 12.7 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 71% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 682 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 519 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 41%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 45%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.