ივნისში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 554 მილიონი ლარით გაიზარდა

ივნისში ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 554 მილიონი ლარით გაიზარდა

2018 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები 554 მლნ ლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 67 მლნ ლარით (დოლარში გამოსახული 60 მლნ დოლარით გაიზარდა), ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები 487 მლნ ლარით გაიზარდა. შედაგად, ივნისის ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 61.5% შეადგინა. მაისის ბოლოს დოლარიზაცია 62.7%, ხოლო ერთი წლის წინ 68.1% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 13.3 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 8.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2017 წლის პირველ ივლისთან შედარებით, 2018 წლის პირველ ივლისს ლარში განთავსებული დეპოზიტები 2.7 მილიარდი ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 371 მლნ დოლარით.

2018 წლის პირველი ივლისის მონაცემებით, დოლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.8%-ია, ერთი წლის წინაც 2.8% იყო. ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.6%-ია, ერთი წლის წინაც 7.6% იყო.

გრაფიკი: ლარში განთავსებული დეპოზიტების ტენდენცია, მილიარდი ლარი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.