2016 წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 288 მილიონი დოლარით (12%-ით) გაიზარდა. რეზერვების ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო გასულ თვეში ეროვნული ბანკმის მიერ სავალუტო აუქციონზე 63 მილიონი დოლარის შეისყიდვამ. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან (როდესაც ლარის კურსის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა) 2016 წლის ივნისის ჩათვლით სავალუტო რეზერვები 232 მილიონი დოლარით (8%-ით) არის შემცირებული.
2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საქართველოს უცხოური ვალუტის ოფიციალურმა რეზერვმა 2.656 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 1.8 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 0.9 მილიარდი ნაღდი უცხური ვალუტა და დეპოზიტებია.
გრაფიკი – უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვების ტენდენცია, მლნ აშშ დოლარში: