ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა

ჯანდაცვის პროგრამების ექვსი თვის გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის პირველი 6 თვის გეგმა მნიშვნელოვნად დაკორექტირდა. კორექტირების საჭიროება განაპირობა ჯანდაცვის ხარჯების მოსალოდნელზე მეტად ზრდამ, თავდაპირველი გეგმა 34.4 მილიონი ლარით გაიზარდა. მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 6 თვის გეგმა 32.2 მილიონი ლარით გაიზარდა.

სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი არ გაზრდილა, რადგან ჯანდაცვის გაზრდილი  ხარჯების დაფინანსება მოხდა სამინისტროს სხვა პროგრამებზე თანხების ჩამოკლებით. 26 მილიონი ლარით შემცირდა პენსიაზე და სოციალურ დახმარებებზე გამოყოფილი თანხა, 5.5 მილიონი ლარით შემცირდა სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე და აღჭურვაზე გათვალისწინებული ბიუჯეტი და 2.1 მილიონი ლარით შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები

ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში)

გეგმა 1

გეგმა 2

სხვაობა

სამინისტროს ბიუჯეტი სულ

1375.3

1375.3

0

პროგრამების მართვა

26.3

24.2

2.1

პენსია და სოციალური დახმარება

1010

984

26

პენსია

691

681.4

9.6

სოციალური დახმარება

309.5

293.7

15.8

ჯანდაცვა

323

357.4

-34.4

საყოველთაო ჯანდაცვა

231.5

263.7

-32.2

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

24.5

27.1

-2.6

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

66.7

66.3

0.4

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და
აღჭურვა

14.2

8.7

5.5

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

1.4

1.1

0.3

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *