ჯეფ ბეზოსის Amazon-ი ძუძუსა და კანის კიბოს ვაქცინებზე მუშაობს

ჯეფ ბეზოსის Amazon-ი ძუძუსა და კანის კიბოს ვაქცინებზე მუშაობს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Amazon-ი სიეტლში დაფუძნებულ ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრთან პარტნიორობით ძუძუსა და კანის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაზე მუშაობს და კლინიკურ კვლევებს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

Clinicaltrials.gov-ზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, Amazoni-სა და ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრის კვლევის დაწყების თარიღად 2022 წლის 9 ივნისია დასახელებული, ხოლო მისი დასრულების სავარაუდო თარიღად 2023 წლის 1-ელი ნოემბერია მითითებული. როგორც ირკვევა, კვლევის ორგანიზატორები ტესტირების I ფაზისთვის 18 წელზე უფროსი ასაკის 20 მოხალისეს ეძებენ.

პლატფორმაზე ასევე ვკითხულობთ, რომ Amazon-ი ფრედ ჰაჩინსონის კიბოს ცენტრთან ერთად ტესტირებისას აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოს (FDA) მიერ რეგულირებულ წამლის პროდუქტებს გამოიყენებს.

Amazon-ის წარმომადგენელმა Business Insider-თან განაცხადა, რომ ვაქცინებზე მუშაობის პროცესი შესაძლოა, მრავალწლიანი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, კომპანია მზად არის, ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციებთან, რომლებიც მსგავსი მიმართულებით მუშაობენ.

Clinicaltrials.gov-იდან ვიგებთ, რომ ტესტირებისას პერსონალიზებული ნეო-ანტიგენის პეპტიდის ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას კანის სიმსივნის – მელანომისა და ძუძუს კიბოს წინააღმდეგ შეისწავლიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *