JPMorgan-ი Tesla-ს სასამართლოში უჩივის და $162 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

JPMorgan-ი Tesla-ს სასამართლოში უჩივის და $162 მილიონის კომპენსაციას ითხოვს

JPMorgan Chase & Co   Tesla Inc-ს სასამართლოში უჩივის და კომპენსაციის სახით მისგან $162.2 მილიონს ითხოვს. JPMorgan–მა მასკის ელექტრომობილების კომპანია 2014 წელს კომპანიებს შორის დადებული შეთანხმების ,,უხეშ“ დარღვევაში დაადანაშაულა.

მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში შეტანილი საჩივრის თანახმად, „ტესლამ“ 2014 წელს JPMorgan-ს გარანტია (ორდერი) მიჰყიდა, რომელიც იმ შემთხვევაში ანაზღაურდებოდა, თუ 2021 წლის ივლისამდე JPMorgan-ის  ,,შეთანხმებული ფასი“( strike price) „ტესლას“ აქციების ფასზე დაბალი იქნებოდა.

Wall Street–ის უმსხვილესი ბანკისათვის საკმაოდ უჩვეულოა ასეთი მაღალი დონის კლიენტისათვის სასამართლოში დავის წარმოება. ,,ჩვენ Tesla-ს მრავალი შესაძლებლობა მივეცით, რომ შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ სამწუხაროა, რომ საკითხი სასამართლომდე მივიდა“, – განაცხადა JPMorgan-ის წარმომადგენელმა.

JPMorgan-ის  განცხადების თანახმად, ორდერი სტანდარტულ დებულებებს შეიცავდა, რაც მათ ფასის შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა, რათა ორივე მხარის ინტერესები დაცული ყოფილიყო ,,მნიშვნელოვანი კორპორაციული ტრანზაქციების“ ეკონომიკური ეფექტისაგან.

2018 წლის 7 აგვისტოს გამოქვეყნებულმა მასკის ტვიტმა, რომ მან შესაძლოა Tesla-ს  აქციაში  420 დოლარი აიღოს, ხოლო 17 დღის შემდეგ მისმა შემდგომმა განცხადებამ, რომ ის ამ გეგმაზე უარს ამბობს, მნიშვნელოვანად შეცვალა აქციის ფასი. ორივე შემთხვევაში, JPMorgan-მა შეცვალა ,, შეთანხმებული ფასი“( strike price)  ,,სამართლიანი საბაზრო ღირებულების შესანარჩუნებლად”.

Tesla-ს აქციების ფასი ორდერის ვადის ამოწურვის დროისთვის დაახლოებით 10-ჯერ გაიზარდა, შესაბამისად, კონტრაქტის მიხედვით Tesla-ს ევალებოდა JPMorgan-ისთვის აქციების ან ფულის მიწოდება.

საინტერესოა, რომ 2019 წლის თებერვალში Tesla აღნიშნავდა, რომ ბანკის კორექტირება ,,ოპორტუნისტული მცდელობაა, ისარგებლოს Tesla–ს აქციების ფასის ცვალებადობით“.