კანაფის პირადი მოხმარებისთვის მოყვანა და შენახვა პირველ ევროპულ ქვეყანაში დაკანონდა

კანაფის პირადი მოხმარებისთვის მოყვანა და შენახვა პირველ ევროპულ ქვეყანაში დაკანონდა

მალტა პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც პირადი მოხმარებისთვის კანაფის შენახვა და შეზღუდული რაოდენობით კულტივაცია  დააკანონა. ახალი წესდება, რომელიც დამტკიცდა 36 ხმით 27-ის წინააღმდეგ, მალტაში ზრდასრულებს შვიდ გრამამდე კანაფის შენახვისა და ოთხამდე მცენარის მოყვანის უფლებას აძლევს.

კანონპროექტის შემოღებაში დიდი წვლილი თანასწორი უფლებების  მინისტრმა, ოუენ ბონიჩიმ შეიტანა. მინისტრის განცხადებით, მალტის გადაწყვეტილება ზიანის შემცირებისკენაა მიმართული, რაც უზრუნველყოფს არაკომერციული ასოციაციებისთვის პირადი მოხმარების მიზნით კანაფის გაყიდვის რეგულირების უფლებამოსილებას. ბონიჩი თვლის, რომ ახალი კანონმდებლობა არ გაზრდის ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელს ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, ის უბრალოდ მოსახლეობას ჯანსაღი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს.

მალტამ 2018 წელს უკვე დაამტკიცა კანაფის გამოყენება სამედიცინო და კვლევითი მიზნებისთვის, სამომავლოდ კი გეგმავს, ევროპაში სამედიცინო კანაფის წარმოების ლიდერი გახდეს. მიუხედავად ამისა, საჯარო სივრცეში, კანაფის მოწევა კვლავ კანონდარღვევად ჩაითვლება და ყველა, ვინც ბავშვის თანდასწრებით კანაფს მოიხმარს, 300-დან 500 ევრომდე დაჯარიმდება. მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიციის, სამედიცინო ასოციაციებისა და ეკლესიის მხრიდან მწვავე კრიტიკა უკვე დაიმსახურა.

მალტის მსგავსი გეგმა, კანაფის პირადი მოხმარებისთვის დაკანონების თაობაზე, ოქტომბერში ლუქსემბურგშიც დაანონსდა, თუმცა პარლამენტს ახალი კანონი ჯერ არ დაუმტკიცებია. ლიბერალურია კანაფისადმი დამოკიდებულება ნიდერლანდებშიც, თუმცა ოფიციალურად ის კვლავ უკანონოდ ითვლება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.