ხელოვნური ინტელექტის კომპანიის მფლობელი ჩინელი პროფესორი მილიარდერთა სიას შეუერთდა

ხელოვნური ინტელექტის კომპანიის მფლობელი ჩინელი პროფესორი მილიარდერთა სიას შეუერთდა

ჩინელი პროფესორი, ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიის აქციების საჯარო შეთავაზების შემდგომ, მილიარდერთა სიას შეუერთდა. 53 წლის თანგ სიაოუმ შვიდი წლის წინ ჰონკონგში, AI კომპანია SenseTime დააარსა.

თანგ სიაოუმ PhD ხარისხი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1996 წელს მოიპოვა. 2007 წელს პროფესორმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია მის სტუდენტებთან, სიუ ლისთან და სიუ პინგთან ერთად დააარსა. 53 წლის სიაოუ კომპანიის უმსხვილეს 21.7%-იან წილს და $2.3 მილიარდიან ქონებას ფლობს. რაც შეეხება კომპანიას,  SenseTime აქციების საჯარო შეთავაზებამდე, $12 მილიარდად იყო შეფასებული.

შანხაისა და ჰონკონგში დაარსებული კომპანია, როგორც თანგის ქონებაზე, ასევე გარიგების დეტალებზე ინფორმაციას არ აქვეყნებს. Reuters-ის ცნობით, კომპანია 2 მილიარდ დოლარამდე მოცულობის თანხის მოზიდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების მსხვერპლი ჩინელი პროფესორის კომპანიაც გახდა. 2019 წელს SenseTime ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაში მოხვდა და შტატების მარაგებსა და ტექნოლოგიებზე წვდომაზე შეეზღუდა. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობის მიერ ნოემბრიდან კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება, რაც კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოახდენს გავლენას.

AI კომპანია გეგმავს შემოსავლების 2/3 ორგანიზაციის განვითარებასა და კვლევებს დაახარჯოს. მხოლოდ გასულ წელს, SenseTime-ის მიერ AI-ის გაყიდვებით, კომპიუტერული ხედვისა და მონაცემთა წარმოების უზრუნველყოფის პროგრამებით მიღებულმა შემოსავალმა $533 მილიონი შეადგინა, რაც 2019 წლის შემდგომ 14%-იანი ზრდას გულისხმობს.

SenseTime დიდ სარგებელს ჩინეთის მიერ ხელოვნური ინტელექტის მასობრივი გამოყენებიდან გამომდინარე იღებს. გასულ წელს, კომპანიის გაყიდვებიდან 40%-ს სამთავრობო სექტორები შეადგენდა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი  მათი წილი 48%-მდე გაიზარდა.  სამთავრობო სექტორებმა კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა ისეთი მიზნებისთვის გამოიყენებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ობიექტებისა და საცობების, ასევე მოსახლეობის მიერ ნიღბების საჭიროებისამებრ გამოყენების მონიტორინგი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *