მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა

მიწოდების ჯაჭვში შეფერხების გამო, Tesla Roadster-ი 2023 წლამდე არ გამოვა

Tesla-ს ახალი მოდელი Roadster ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდება – გაჭიანურების მიზეზად მსოფლიო მიწოდების ჯაჭვში შეფერხება სახელდება, – ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა „ტვიტერზე“ დაწერა. „2021 წელს, მიწოდების ჯაჭვმა არანორმალური დეფიციტი განიცადა და მნიშვნელობაც არ ექნებოდა, ჩვიდმეტი ახალი პროდუქტიც რომ გვქონოდა, რადგან ვერც ერთს ვერ წარმოვადგენდით. იმ დაშვებით, რომ 2022 წელს მეგა-დრამა არ განვითარდება, ახალი Roadster-ის გაყიდვა 2023 წელს დაიწყება“, – ასე უპასუხა ილონ მასკმა მის ერთ-ერთ გამომწერს.

უახლესი Roadster-ი Tesla-მ ჯერ კიდევ 2017 წელს წარადგინა და ის ბაზარზე 2020 წელს უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ კომპანიის პრიორიტეტების გადაწყობის გამო, მისი გამოშვება არ მოხერხდა. Tesla-მ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა, რომ Roadster-ს 200 კილოვატ-საათის სიმძლავრის ელექტრობატარეებით აღჭურვავს, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 1,000 კილომეტრის გავლა შეეძლება, ხოლო მისი სამი ელექტროძრავი, 97 კმ/სთ-ში სიჩქარეს მანქანას 2 წამზე ნაკლებ დროში ააკრეფინებს. ამასთანავე, Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე, სულ მცირე, 400 კმ/სთ-ში იქნება.

აღსანიშნავია, რომ Tesla ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელსაც მიწოდების ჯაჭვის პრობლემები აქვს: მსგავსი თავსატეხი გამოუჩნდათ Toyota-სა და Ford-ს, რომელთაც მიკროჩიპების სიმწირეს, მანქანების წარმოების შემცირებით უპასუხეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *