ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 37.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 10.6 მლნ ლარით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე.
იანვარ-ოქტომბერში, ჯამში, კომერციული ბანკების წმინდა მოგება 669 მლნ ლარია, რაც 137 მლნ ლარით (26%-ით) მეტია 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში მიღებულ მოგებაზე.
გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში