კრიპტომილიარდერების ქონება $15.5 მილიარდით შემცირდა

კრიპტომილიარდერების ქონება $15.5 მილიარდით შემცირდა

ბიტკოინის ფასის დრამატული ვარდნის შედეგად, 12 კრიპტომილიარდერის ქონება $15.5 მილიარდით შემცირდა. Forbes-ის თანახმად, ბიტკოინის ფასი 36%-ით დაეცა, ხოლო კრიპტომილიარდერების წმინდა ქონება $62.3 მილიარდიდან $46.8 მილიარდამდეა შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად კრიპტოტრეიდერული ფირმა Alameda Research-ის დამფუძნებელმა, სემ ბენკმენ-ფრიდმა იზარალა (ნომინალური ზარალი). Forbes-ის ინფორმაციით, მისი ქონება $16.7 მილიარდიდან $11.5 მილიარდამდე შემცირდა. ცნობილი ტყუპი კრიპტომილიარდერების, ტაილერ და კამერონ ვინკლევოსების ქონება 24%-ით შემცირდა და $2.9 მილიარდამდე დაეცა. პროცენტულად ყველაზე დიდი ზარალი მაიკლ სეილორმა მიიღო – მისი ქონება 45%-ით, $3.3 მილიარდიდან $1.8 მილიარდამდე შემცირდა. ცნობისთვის, სეილორმა 2020 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მან $175 მილიონად 17,732 ბიტკოინი იყიდა.

Forbes-ის შეფასებით, ვიტალიკ ბუტერინის ქონება $850 მილიონამდეა შემცირებული. შესაბამისად, Ethereum-ის თანაავტორმა ყველაზე ახალგაზრდა კრიპტომილიარდერის სტატუსი დაკარგა.

წარმოგიდგენთ კრიპტომილიარდერების ქონებას 2021 წლის 19 მაისის მონაცემების მიხედვით:

  1. სემ ბნკმენ-ფრიდი – $11.5 მილიარდი. ცვლილება: -31%
  2. ბრაიან არმსტრონგი – $8.3 მილიარდი. ცვლილება: -15%
  3. კრის ლარსენი – $5.6 მილიარდი. ცვლილება: -19%
  4. ჯედ მაკალები – $4.4 მილიარდი. ცვლილება: -27%
  5. ტაილერ და კამერონ ვინკლევოსები – $2.9 მილიარდი. ცვლილება: -24%
  6. ფრედ ერსამი – $2.9 მილიარდი. ცვლილება: -27%
  7. მაიკლ სეილორი – $1.8 მილიარდი. ცვლილება: -45%
  8. მეთიუ როზაკი – $1.7 მილიარდი. ცვლილება: -39%
  9. ბარი სილბერტი – $1.8 მილიარდი. ცვლილება: -14%
  10. ჩანგპენგ ჟაო – $1.9 მილიარდი. ცვლილება: 0%
  11. ტიმ დრეიპერი – $1.1 მილიარდი. ცვლილება: -39%
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.