კრიპტოვალუტის საშუალებით უკრაინამ $55 მილიონის შემოწირულებები მიიღო

კრიპტოვალუტის საშუალებით უკრაინამ $55 მილიონის შემოწირულებები მიიღო

რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ კრიპტოსაფულეზე დაახლოებით 55 მილიონი დოლარის ღირებულების შემოწირულობა მიიღო.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში 18.2 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმი, $17.5 მილიონის ბიტკოინი და 9.5 მილიონი დოლარის სხვა კრიპტოაქტივი გაიგზავნა.

კრიპტოვალუტა საერთაშორისო გზავნილების გადარიცხვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალებაა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კრიპტოვალუტა თანამედროვე საფინანსო სისტემაში ახალ დანიშნულებას იძენს, რაც იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ ბლოკჩეინზე განხორციელებული ტრანზაქციების შეჩერება ცენტრალური ხელისუფლების, ან ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ შეუძლებელია.

„კრიპტოვალუტა განსაკუთრებით გამოსადეგია საერთაშორისო მასშტაბით სახსრების მოზიდვის კუთხით, რადგან მას ვერ აჩერებს ეროვნული საზღვრები და ის მდგრადია ცენზურის მიმართ. გარდა ამისა, არ არსებობს არცერთი ცენტრალური ორგანო, რომელსაც შეუძლია კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დაბლოკვა და შეფერხება“ – ამბობს ანალიტიკური კომპანია Elliptic-ის ექსპერტი, ტომ რობინსონი.

უკრაინის მთავრობამ შემოწირულობის სახით კრიპტოვალუტის მიღება 26 თებერვალს დაიწყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *