რუსმა მილიარდერებმა $80 მილიარდის მოცულობის ქონება დაკარგეს

რუსმა მილიარდერებმა $80 მილიარდის მოცულობის ქონება დაკარგეს

რუსმა მილიარდერებმა გასული კვირის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად 80 მილიარდ აშშ დოლარამდე მოცულობის ქონება დაკარგეს. სანქციების ეფექტის ამოქმედების ფონზე კი უფრო დიდი ოდენობის ქონების დაკარგვაა მოსალოდნელი.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მონაცემების თანახმად, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ეკონომიკურმა ეფექტმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთის 20 უმდიდრესი ადამიანის სიმდიდრე დაახლოებით მესამედით შეამცირა.

რუსი ოლიგარქებისათვის დაწესებული სანქციების ზემოქმედებამ, რუსული რუბლისა და ეკონომიკის კოლაფსმა, შეიძლება ითქვას, რომ რუსული ელიტის კლასის გავლენა მთელს მსოფლიოში დაასრულა.

საგულისხმოა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. მსოფლიოს მასშტაბით რუსეთისა და რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ შემოღებულ შეზღუდვებს სულ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია უერთდება. გასულ კვირას, ორ რუს ოლიგარქს, ალიშერ უსმანოვსა და იგორ ზეჩინს უძვირფასესი იახტებიც ჩამოართვეს.

სანქციების მძიმე ეფექტებზე უკვე რუსი ექსპერტებიც საუბრობენ. ზემოთ აღნიშნული ალიშერ უსმანოვის ქონება, Bloomberg-ის ინფორმაციით, 1.7 მილიარდით 19.5 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის მიერ მისთვის დაწესებულ სანქციების პაკეტს შეერთებული შტატებიც შეუერთდება.

ჯერ-ჯერობით სანქციები არ დაუწესებიათ რუსეთის უმდიდრესი ადამიანისათვის, ვლადიმერ პოტანინისთვის. მიუხედავად ამისა, მისი ქონება თითქმის 20%-ით, 25 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ყველაზე დიდი მოცულობით ქონება Volga Group-ის მფლობელმა, მილიარდერმა გენადი ტიმჩენკომ დაკარგა. მისი ქონება 22-დან 11 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *