კვლევა: რესპოდენტთა უმრავლესობა სახელმწიფოებს თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ინოვაციური მიდგომებისკენ მოუწოდებს

კვლევა: რესპოდენტთა უმრავლესობა სახელმწიფოებს თამბაქოს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ინოვაციური მიდგომებისკენ მოუწოდებს

თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში იზრდება თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების მნიშვნელობა. სამეცნიერო მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ელექტრონული მოწყობილობები ტრადიციული სიგარეტის მოხმარებასთან შედარებით ნაკლები ზიანის მომტანია და მათ აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ მწეველთა რაოდენობის შემცირებას.

მოსახლეობის მხრიდან თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების მიმღებლობისა და ცნობიერების დონის გასარკვევად დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია Povaddo-მ ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელშიც 20 ქვეყნის 22,507 მოქალაქე მონაწილეობდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში რესპოდენტთა 73% მნიშვნელობას თამბაქოს ალტერნატიულ მოწყობილობებს ანიჭებს და მხარს უჭერს მთავრობების მიერ ინოვაციური მიდგომების შემუშავებას თამბაქოს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში.

გამოკითხულთა 71% ფიქრობს, რომ სწორედ ამ მიზნით, სამთავრობო ინსტიტუტებმა ხელი უნდა შეუწყონ თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას იმ ზრდასრულ მომხმარებლებში, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას.

უფრო მეტიც, გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის მკაცრი რეგულაციები და კონტროლის პოლიტიკა არაეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს.

რესპოდენტთა 68% მხარს უჭერს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების, მარეგულირებელი ორგანოებისა და საყოველთაო ჯანდაცვის ექსპერტების მჭიდრო თანამშრომლობას უკვამლო მომავლის შექმნისათვის, რაც ზრდასრული მწეველებისთვის უკვამლო მოწყობილობების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

“სამოქალაქო მხარდაჭერისა და მეცნიერების სრული ჩართულობის შედეგად მიღებული სწორი და წამახალისებელი რეგულაციების მეშვეობით, შესაძლებელია 10-15 წლის განმავლობაში ტრადიციული სიგარეტების მოხმარების სრული პრევენცია”, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” მთავარმა საოპერაციო ოფიცერმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით ანალოგიური მიდგომა საქართველოშიც პროდუქტიული იქნება, რადაგანაც ის შეამცირებს ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს, რაც ქვეყანაში ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას უკავშირდება.

“თუკი ხელმისაწვდომობა გაიზრდება ისეთ ალტერნატიულ პროდუქტებზე, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო,  ეს პირველ რიგში დადებითად აისახება თამბაქოს მომხმარებელთა ჯანმრთელობაზე, რადგანაც არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ეს პროდუქტი ნაკლებად მავნეა. ბუნებრივია საუბარია მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამჟამად არიან ტრადიციული სიგარეტის მომხმარებლები და მას ვერ ანებებენ თავს, რათა მათ ჩაანაცვლონ სიგარეტი ალტერნატიული პროდუქტებით. სახელმწიფო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის შემთხვევში არაერთ სარგებელს ნახავს, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაც იქნება, რადგან დღეს გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც “თამბაქოს პანდემიასთან” ტრადიციული მეთოდებით ბრძოლა  ან არ გვაძლევს შედეგს, ან არ გვაძლევს ისეთ შედეგს, რომელსაც რეალურად ვისურვებდით, რათა შემცირდეს თამბაქოს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი. ამის საპირისპიროდ, თუ მეტად იქნება სახელმწიფო ორიენტირებული ამაზე ეს ხელს შეუწყობს მომხმარებელთა გადასვლას ბევრად მავნე პროდუქტიდან ნაკლებად მავნე პროდუქტზე,”- განმარტავს ნიკა ნანუაშვილი.


დამატებითი ინფორმაცია: Povaddo-ს მიერ ჩატარებული კვლევა “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” დაკვეთით განხორციელდა. გამოკითხვაში მონაწილეობდა 20 ქვეყნის 22,507 სრულწლოვანი მოქალაქე, თითოეული ქვეყნის ფოკუს ჯგუფი კი  900 არამწეველი და 200 თამბაქოს მომხმარებელი ინდივიდისგან შედგებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.