ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემო­­­და, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებუ­­­ლი $1.8 მლრდ საგარეო ვალი - ეკონომისტი

ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემო­­­და, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებუ­­­ლი $1.8 მლრდ საგარეო ვალი - ეკონომისტი

ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემო­­­და, რომ არა სახელმწიფოს მიერ აღებუ­­­ლი 1.8 მილიარდ დოლარამდე საგარეო ვალი. ამის შესახებ ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე Forbes Georgia- 2021 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მიმოხილვაში აღნიშნავს.

როგორც ნამჩავაძე ამბობს, დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინ­­­­­­ტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება.

„აღებული ვალი ძირითადად ეროვნული ბანკის უცხოურ სავალუტო რეზერვებში აისახა, საიდანაც 2020 წლის განმავლო­­­ბაში ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ სავალუტო ბაზარზე 873 მლნ დოლარი გაყიდა, 2021 წლის იანვარ-აპრილში კი 243 მლნ დოლარი. პანდემიის დაწყები­­­დან დაახლოებით ერთ წელიწადში, ჯამში 1.1 მილიარდი დოლარი გაიყიდა. სწორედ დოლარის გაყიდვამ, ე.წ. სავალუტო ინ­­­­­­ტერვენციამ გარკვეულწილად შეაჩერა ლარის გაუფასურება“, – წერს ნამჩავაძე და დასძენს, რომ ლარის კურსის ცვლილება, საგარეო ვაჭრობა და სხვა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები ერთობლივად მიმდი­­­ნარე, დინამიკური პროცესია.

მისივე თქმით, რომ არა ლარის დოლარის მიმართ გაუფასურე­­­ბა, საქართველოს საგარეო ბალანსი (მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი) კიდევ უფრო მეტად უარყოფითი იქნებოდა.

„პანდემიამ საქართველოში დოლარზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან ეკონომი­­­კურმა აქტივობამ და მოხმარებამ (შიდა მოთხოვნა) იკლო. მოხმარების კლება ამცირებს იმპორტირებული პროდუქციის შეძენას და ქვეყნიდან დოლარის გასვ­­­­­­ლას. შიდა მოთხოვნა კიდევ უფრო შემ­­­­­­ცირდებოდა, რომ არა მთავრობის მიერ ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და ახალი სო­­­ციალური და სუბსიდირების პროგრამების ამუშავება. ნაწილი ხარჯების ზრდა გამარ­­­­­­თლებული იყო, რადგან უშემოსავლოდ დარჩენილი მოსახლეობის დასახმარებ­­­­­­ლად იყო მიმართული, მაგრამ ზოგადად, ხარჯების ზრდას უარყოფითი მხარეც აქვს – ლარის კურსზე ნეგატიური ზეწოლა და სახელმწიფო ვალის ზრდა.

2020 წელს იყო მოლოდინი, რომ პან­­­­­­დემიას ქვეყანა რამდენიმე თვეში დააღ­­­­­­წევდა თავს და ის 2021 წელს უმნიშვნელო პრობლემა იქნებოდა. ახლა ამ მოლოდინ­­­­­­მა 2022 წლამდე გადაიწია. ამის მთავარი წინაპირობა საქართველოში ვაქცინაციის ჩავარდნილი პროცესია. ვირუსის გავრ­­­­­­ცელების მინიმიზაციამდე დაკარგული შემოსავლის მთავარი წყარო – ტურიზმი, ვერ აღდგება. საქართველო ვერც იმდენ საგარეო დაფინანსებას მიიღებს, რამ­­­­­­დენიც 2020 წელს მიიღო. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო ვალმა ეკონომიკის მიმართ უკვე 65%-ს მიაღწია. რადგან კრიზისი ხანგრძლივია და საგა­­­რეო დახმარებები შემცირდა, აღარ არის მიზანშეწონილი, ეროვნულმა ბანკმა ისე­­­თი მოცულობის სავალუტო ინტერვენცია განახორციელოს, როგორიც გასულ წელს“, – მიიჩნევს ბესო ნამჩავაძე.

გარდა ამისა, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზ­­­­­­მის თუნდაც 2019 წლის დონის სანახევ­­­­­­როდ აღდგენა.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის შემდეგ, ერთი დოლარის ღირებულება პარასკევის ვაჭრობის შედეგად 3.30 ლარამდე შემცირდა. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 4.81 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროსთან მიმართებას,  ეროვნული ვალუტა 4.80 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0414 ლარი გახდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *