Birkin-ს შეუძლია ათწლეულებით შეინარჩუნოს ღირებულება, Patek Philippe-ის საათი თაობებს გადაეცეს და ბრენდმა კი საუკუნეს გაუძლოს.
მაგრამ მთელი luxury-ეკონომიკა საბოლოოდ ერთ რამეზე დგას: ადამიანზე, რომელსაც აქვს ჯანმრთელობა, ენერგია და დრო, რომ ამ ინდუსტრიის მომხმარებელი იყოს.
Luxury-ის შემდეგი ეტაპი კიდევ ერთი ნივთი აღარ არის – ის longevity-ია.
ახალი კოლექცია მომხმარებლის ყურადღებას იპყრობს. ჯანმრთელობა კი მას ბრენდთან დასაბრუნებლად საჭირო დროს აძლევს.
ამიტომ მსოფლიო მასშტაბის ბრენდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი დიდხანს და ჯანსაღად მცხოვრები მომხმარებელია.
ეს ცვლილება უკვე ჩანს გიგანტი ბრენდების კაპიტალდაბანდებებშიც. 2026 წელს LVMH-მა L Catterton-ის ხელმძღვანელობით HYROX-ის საკონტროლო წილი იყიდა. ფინანსური პირობები არ გასაჯაროებულა, თუმცა მედიის ცნობით, გარიგება კომპანიისთვის დაახლოებით 600 მილიონ ევროდ შეფასდა.
HYROX მხოლოდ სავარჯიშო ფორმატი აღარ არის. ის ქმნის იდენტობას, გლობალურ საზოგადოებასა და გამოცდილებას, რომელშიც ადამიანს დაბრუნება სურს.
OBSIDIA ქართულ ბაზარზე ამ ცვლილებას საკუთარი ხედვით პასუხობს – სივრცით, სადაც ჯანმრთელობა დროებითი მიზანი კი არა, ადამიანის მთავარი აქტივია.

ჯანმრთელობა, როგორც კაპიტალი
Longevity ხშირად რთულ ბიოჰაკინგთან და ძვირადღირებულ პროცედურებთან ასოცირდება. სინამდვილეში ის ყოველდღიურობიდან იწყება: მოძრაობის თავისუფლებით, ხარისხიანი ძილით, სწორი აღდგენითა და ენერგიით.
კარგი ფიტნესკლუბი მხოლოდ ყოველთვიური ხარჯი აღარ არის. ის ადამიანურ კაპიტალში ჩადებული ინვესტიციაა.
მისი უკუგება ერთ ფოტოში არ ჩანს. ის ჩანს მუშაობის უნარში, კონცენტრაციაში, თავდაჯერებასა და ხარისხიან დროში, რომელსაც ადამიანი საკუთარ ცხოვრებას უმატებს.
ეს არის Health Is Wealth-ის პრაქტიკული მნიშვნელობა: ჯანმრთელობა გვაძლევს შესაძლებლობას, რეალურად ვისარგებლოთ ყველა სხვა აქტივით, რომელსაც ვქმნით.
ბრენდი, რომელიც თავად ქმნის ახალ სივრცეს ქალაქში
OBSIDIA-ს პირველი flagship-ი შანდორ პეტეფის ქუჩაზე გაიხსნა, ლოკაციაზე, რომელიც ბრენდის ზრდის სტრატეგიის ნაწილია.
1 600 კვადრატულ მეტრზე განთავსებული 24-საათიანი სივრცე აღჭურვილია Life Fitness-ისა და Nike Strength-ის პროფესიონალური აღჭურვილობით.
OBSIDIA-ს ასევე გახდა მსოფლიო ბრენდის Les Mills-ის ლიცენზირებული პარტნიორი. Les Mills-ის პროგრამები ჯგუფური ვარჯიშების თანამედროვე სისტემაა.
OBSIDIA-მ საერთაშორისო ნუტრიციოლოგიურ კლინიკებთან პარტნიორობით შექმნა ექსკლუზიური ფიტნესსასმელები, რომელთა დაგემოვნება მომხმარებელს ფიტნესდარბაზის ბარში შეუძლია.

OBSIDIA-ს მომხმარებლები ხშირად დიზაინერულ ფიტნესსივრცედ მოიხსენიებენ. თუმცა აქ ესთეტიკა დეკორაცია არ არის, ის დაბრუნების, ჩვევისა და გრძელვადიანი წევრობის ეკონომიკური მექანიზმის ნაწილია.
OBSIDIA – ბრენდი, რომელსაც მისი მიდგომები განსაზღვრავს
სწორი მიდგომების ბრენდი სერვისების სიმრავლით არ განისაზღვრება. მისი ღირებულება სწორი არჩევანის გაკეთების უნარშია. სწორედ ამიტომ OBSIDIA-ში საუნა არ არის. საუნა ცალკე მდგომი ატრიბუტი კი არა, სრულფასოვანი wellness-ეკოსისტემის ნაწილია. ის არც ყველა ადამიანისთვის და არც ყველა ვარჯიშის შემდეგ არის რეკომენდებული ან უნივერსალური არჩევანი.
OBSIDIA-მ ზუსტად იცის, რას აკეთებს, რატომ აკეთებს და რაზე იტყვის უარს, მიუხედავად იმისა, ელოდება თუ არა ბაზარი ამას.

იმავე პრინციპით შეირჩა Red Light Therapy, რომელიც OBSIDIA-მ ქართულ ფიტნესსივრცეში პირველმა დანერგა. მისი როლი მარტივია: აღდგენას ისეთივე გააზრებული ადგილი მისცეს, როგორიც ვარჯიშს აქვს.
პროფესიონალიზმი აქ იმითაც იზომება, რას არ აკეთებს მწვრთნელი. OBSIDIA-ში დამწყები მწვრთნელი წევრთან დამოუკიდებლად მუშაობას არ იწყებს. მწვრთნელები არ სვამენ დიაგნოზს, არ ნიშნავენ მედიკამენტებს, ვიტამინებსა და დანამატებს და არ ადგენენ კვების რაციონს შესაბამისი სპეციალისტის ნაცვლად.
OBSIDIA-ს სერვისის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტი ნდობაა. ნდობა კი იქ ჩნდება, სადაც ბრენდმა იცის საკუთარი კომპეტენციაც და მისი საზღვრებიც.

NEW LUXURY
ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვიჯდება უძრავი ქონება ან ავტომობილი.
მაგრამ იშვიათად ვითვლით მუდმივი დაღლილობის, უხარისხო ძილისა და დაკარგული ენერგიის ფასს.
ყველა სხვა აქტივს ფრთხილად ვმართავთ. საკუთარ სხეულს კი ხშირად ისე ვექცევით, თითქოს მისი რესურსი ამოუწურავია.
თუ ყველაფერი, რასაც ვქმნით, საბოლოოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას, რატომ არის ის ყოველთვის ბოლო, რასაც ვგეგმავთ?
ამიტომ მთავარი კითხვა არ არის, ვარჯიშობთ თუ არა.
კითხვა ისაა: რამდენ ხანს შეძლებთ იმ ცხოვრების შენარჩუნებას, რომელსაც დღეს აშენებთ?
და, რა მოხდება, თუ OBSIDIA-ს არა როგორც დარბაზს, არამედ როგორც ამ კითხვაზე პასუხის შესაძლებლობად შევხედავთ?
S










