ლოქდაუნის დროს შექმნილი სტარტაპი Self.Ge ბიზნესს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება

ლოქდაუნის დროს შექმნილი სტარტაპი Self.Ge ბიზნესს პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება

პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის შექმნილი პრობლემების ფონზე ბაზარზე ახალი სტარტაპი Self.Ge გამოჩნდა და ექვს თვეში განსაკუთრებულ წარმატებასაც მიაღწია. ეს არის პერსონალის მართვისა და აღრიცხვის ავტომატიზებული ღრუბლოვანი  სისტემა, რომელიც კომპანიაში მიმდინარე HR ბიზნესპროცესების გაციფრულებას გულისხმობს. სისტემის მიზანია, ორგანიზაციაში ადმინისტრაციული პროცესების მართვა გაამარტივოს და ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი შეამციროს. ზოგადად, ბიზნესპროცესების გაციფრულება 21–ე საუკუნის გარდაუვალი რეალობაა, მისი განსაკუთრებული საჭიროება კი პანდემიამ ყველას ცალსახად დაანახა. უნდა გაციფრულდე ან ჩამორჩე განვითარებას – სწორედ ასეთია გამოწვევა, რომელსაც სტარტაპმა Self.Ge-მ თავისი სისტემით უპასუხა და ბიზნესს განვითარების ახალი შესაძლებლობა შესთავაზა.

Self.Ge–ს დამფუძნებელმა ნინო ფეიქრიშვილმა, რომელსაც HR-ის მიმართულებით მმართველ პოზიციებზე საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. სტარტაპზე ფიქრი და მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო, რეალობად კი ექვსი თვის წინ აქცია.

„ჩვენს სტარტაპს, რომელიც სრულად ლოქდაუნის პერიოდში შევქმენით, ძალიან კარგად შეხვდა ბიზნესი, პირველივე თვეში 10–მდე მსხვილი პარტნიორი გვყავდა. დღეს კი  50–ზე მეტი კომპანია სარგებლობს Self.Ge-ის სისტემით, რომელთა შორისაც არიან როგორც მსხვილი, ისე საშუალო და მცირე კომპანიები: „რომპეტროლი“, “Wendy’s”  და “Dunkin” „ასკანელი ძმები“, „ევროპროდუქტი“, „გასტრონომი“. ქართული თუ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები: „კაჭრეთის ამბასადორი“, „ყვარლის ტბა“ „Accore ჯგუფის სასტუმროები“… გვიხარია, რომ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები ირჩევენ Self.Ge-ის სისტემას, ეს ჩვენი სისტემის ინოვაციურობაზე, უსაფრთხოების მაღალ ხარისხზე, სიმარტივესა და სანდოობაზე მიუთითებს“, – განმარტავს ნინო ფეიქრიშვილი.

Self.ge პარტნიორებს ღრუბლოვან სისტემას სთავაზობს, რომლის მოხმარებაც პირველადი ინვესტიციის გარეშე, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის სანაცვლოდ შეუძლიათ. ასევე საინტერესოა თანამშრომლობის ის მეთოდი, რომელსაც სტარტაპი პარტნიორ კომპანიებს სისტემის იმპლემენტაციის პროცესში სთავაზობს. როგორც Self.Ge-ში აღნიშნავენ, თითოეულ პარტნიორ კომპანიას HR ბიზნესპარტნიორი ჰყავს მიმაგრებული, რომელიც სრულად ჩართულია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

Self.Ge მუდმივად განახლებადი სისტემაა. მას ყოველთვიურად ემატება ახალი ფუნქციონალი, რომელზე წვდომაც თითოეულ პარტნიორ კომპანიას ავტომატურად ეხსნება. სტარტაპის საქმიანობის სტრატეგიიდან გამომდინარე, მისი წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციაში არიან პარტნიორებთან, მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებს სწავლობენ. სწორედ ამ ტიპის კვლევების შემდეგ ხდება ახალი ფუნქციონალის დამატება, რომელიც მაქსიმალურად ბიზნესის მოთხოვნებზეა მორგებული.

„ჩვენი სახით კომპანიას ეყოლება ძლიერი ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელიც მაღალი ხარისხის სერვისისა და პროდუქტის შეთავაზების პარალელურად, მისი მრჩეველი იქნება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, რომ კომპანიებს მათზე მორგებული ციფრული გადაწყვეტილებები შევთავაზოთ“, – განმარტავს ნინო ფეიქრიშვილი.

სტარტაპი საზოგადოების დაინტერესებას არა მხოლოდ მისი კონცეფციის, არამედ ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპერი ქალის გამოც იწვევს. როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, ის კარიერის განმავლობაში როგორც მენეჯერი ხშირად მართავდა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს სხვადასხვა ორგანიზაციაში, თუმცა ტექნოლოგიური სისტემის შექმნა ახალი დონის გამოწვევა იყო, რომელიც დაძლეულია და დღეს უკვე ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე წარმატებული სტარტაპერი ქალია.

კომპანია Self.Ge აქტიურად მუშაობს ბიზნესპროცესების მართვის სისტემებზე და წლის ბოლომდე HR მიმართულებით 4 ახალ მოდულს შესთავაზებს ბაზარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *