Maersk-მა პირველად მოაწერა ხელი მწვანე მეთანოლის შეთანხმებას წიაღისეული საწვავის შესამცირებლად

Maersk-მა პირველად მოაწერა ხელი მწვანე მეთანოლის შეთანხმებას წიაღისეული საწვავის შესამცირებლად

Maersk-მა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მწვანე მეთანოლის დასაცავად, რადგან მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდი ფირმა 2023 წელს საკუთარი პირველი ნახშირბადისაგან ნეიტრალური გემის ექსპლუატაციაში ჩასაშვებად ემზადება.

მსოფლიო ვაჭრობის 90% ზღვით ხორციელდება. CO2-ის გამოყოფაში კი გლობალური გადაზიდვების წილი დაახლოებით 3%-ია. Maersk მიზნად ისახავს, რომ 2050 წლისათვის მის გემებს ნულოვანი გამონაბოლქვი ჰქონდეს, რისთვისაც მას 2030 წლისათვის კარბონისგან ნეიტრალური ფლოტი ესაჭიროება.

კომპანიის განცხადებით, მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დანიურ Reintegrate-თან, რათა აწარმოონ დაახლოებით 10,000 ტონა კარბონისაგან ნეიტრალური მწვანე მეთანოლი, რა რაოდენობაც გემს ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება მთელი წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, Maersk მუშაობს საწვავის მიწოდების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სირთულეების გადასაჭრელად, რაც Maersk-ის დეკარბონიზაციის პოლიტიკის ხელმძღვანელის, კრისტენსენის შეფასებით, მთლიანი ფლოტისათვის 20 მილიონ ტონას უდრის. მწვანე მეთანოლის წარმოქმნას განახლებადი წყაროები, მზის ენერგია და ბიომასა ესაჭიროება.

კრისტენსენის განცხადებით, მომავალი გემები, რომლებიც აღჭურვილი იქნება მწვანე მეთანოლზე მომუშავე ძრავებით, პირველ წლებში 10-15%-ით უფრო ძვირი ეღირება. რაც შეეხება საწვავს, მისი ღირებულება საწვავის ტრადიციულ სახეებზე ორჯერ ძვირი იქნება.

Maersk საკუთარ ბალანსზე მომდევნო წლების განმავლობაში უფრო ძვირადღირებულ გემებს ამყოფებს, საწვავის დამატებით ხარჯს კი კომპანიის მომხმარებლები გაინაწილებენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *