მაისში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები 14.3 მილიონით გაიზარდა

მაისში ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხები 14.3 მილიონით გაიზარდა

2016 წლის მაისში, წინა თვესთან (აპრილთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) ლარში გაცემული სესხების მოცულობა 14.3 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 44 მილიონი დოლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 339 მილიონით, უცხოურ ვალუტაში გაცემული კი 327 მილიონი დოლარით გაიზარდა.

საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 63.1%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 64.6% იყო.

მაისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 6 მილიონი ლარით გაიზარდა და 361 მილიონი ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 2.35%-ია, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2015 წლის პირველ ივნისს 2.40% იყო.

2016 წლის მაისში ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.9% პუნქტით შემცირდა და 20.3% შეადგინა. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.2% პუნქტით გაიზარდა და 9.9%-ს გაუტოლდა