მაისში ბანკების მოგება 4.3 მილიონი ლარით შემცირდა

მაისში ბანკების მოგება 4.3 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 64 მლნ ლარი შეადგინა, რაც 4.3 მლნ ლარით ნაკლებია 2018 წლის მაისის მაჩვენებელზე.

მაისში ბანკების შემოსავლებმა 360 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 290 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 70 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ბანკების მოგება 327 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-მაისის მოგებაზე 36 მლნ ლარით (10%-ით) ნაკლებია.

გრაფიკი: კომერციული ბანკების წმინდა მოგება, მლნ ლარებში

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *