მაისში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 81%-ით შემცირდა

მაისში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 81%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 11.6%-ით შემცირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება (40%) დსთ-ს ქვეყნებში დაფიქსირდა. მათ შორის, 81%-ით (23 მლნ დოლარით) შემცირდა აზერბაიჯანში, 42%-ით (11 მლნ დოლარი) სომხეთში. ექსპორტი 3 მლნ დოლარით გაიზარდა უზბეკეთის მიმართულებით.

იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 85 მლნ დოლარით (73%-ით) შემცირდა.

მაისში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 4%-ით გაიზარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა იყო ესპანეთის და იტალიის მიმართულებით, ჯამში 5 მლნ დოლარით. 33%-ით (9.6 მლნ დოლარით) შემცირდა ექსპორტი თურქეთის მიმართულებით. აშშ-ში ექსპორტი 14.6 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც წინა წლის აპრილის მაჩვენებელზე 1.8-ჯერ მეტია. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *