საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2022 წლის მაისში 2021 წლის მაისთან შედარებით 318 მლნ დოლარით, 169%-ით გაიზარდა. მაისში სულ 506 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც ერთი თვის განმავლობაში საქართველოში გადმორიცხული თანხის რეკორდია. აქამდე ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის აპრილში იყო გადმორიცხული – 308 მლნ დოლარი.
იანვარ-მაისში, ჯამში, 1,359 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 54%-ით (478 მლნ დოლარით) მეტია.
მაისში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან ჩამორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 314 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 9-ჯერ მეტია. ასევე, ყაზახეთიდან გაიზარდა 18 მლნ დოლარით, იტალიიდან 5 მლნ დოლარით.
მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წლის მაისში 7.7 მლნ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის მაისში კი მხოლოდ 57 ათასი დოლარი.
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 6 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც მაისში ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი
ქვეყანა | მაისი-2021 | მაისი-2022 | ზრდა |
რუსეთი | 32 | 314 | 282 |
ყაზახეთი | 3 | 21 | 18 |
იტალია | 32 | 37 | 5 |
ყირგიზეთი | 1 | 6 | 4 |
გერმანია | 9 | 13 | 4 |
აშშ | 24 | 28 | 4 |
ისრაელი | 15 | 16 | 1 |
ტაჯიკეთი | 1 | 2 | 1 |
წყარო: ეროვნული ბანკი