Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს

Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს

საერთაშორისო ფინტექ კომპანია, Mambu სფეის ინტერენეშენალთან თანამშრომლობის შესახებ ქეისს აქვეყნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა განსაკუთრებული წარმატება იყო ორივე კომპანიისთვის. Mambu ბანკებს, ფინტქებს და სხვა ფინანსურ ორგანიზაციებს ღრუბლოვან სისტემაზე (cloud based) დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობს. სფეის ინთერნეიშენალის ციფრული საბანკო პლატფორმა საქართველოსა და უზბეკეთში სრულად გადავიდა Mambu-ს სერვისზე.

ამ ინოვაციის დანერგვით სფეის ინთერნეიშენალი უფრო სწრაფად, მაქსიმალური დაცვით და ეფექტიანად ემსახურება მომხმარებლებს ორივე ქვეყანაში.

სფეისი 2018 წლიდან საქართველოში, ხოლო 2020 წლიდან უზბეკეთში, თიბისი უზბეკეთის სახელით ქმნის ციფრულ ბანკს და უკვე 3 მილიონამდე მომხმარებელს ფარავს. უზბეკეთში ოპერირების დაწყებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, გუნდს შეექმნა არსებულ საბანკო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. ის არ იყო მორგებული API მიდგომაზე, არ ჰქონდა მოქნილობა პროდუქტის კონფიგურაციებთან და შესაბამისად ართულებდა პროცესს.

სფეის ინთერნეიშენალისთვის Mambu-ზე მიგრაციის მთავარი მიზანი სტაბილურობის მიღწევა, პლატფორმის ტექნოლოგიური გაუმჯობესება, მოქნილობის გაზრდა და შეფერხების მინიმუმამდე დაყვანა იყო. მომხმარებლების სწრაფ ზრდასთან და პროდუქტის განვითარებასთან ერთად გამოწვევა საბანკო სისტემა იყო რომელიც გუნდს შესაძლებლობას მისცემდა უწყვეტად მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის სერვისი. ასევე, მნიშვნელოვანი იყო საქართველოსა და უზბეკეთის საბანკო პლატფორმების ერთიან სისტემაში მოქცევა და ერთიანი ტექნოლოგიით მართვა.

„ტექნოლოგიური გადაწყვეტის შერჩევის შემდეგ, მთავარ გამოწვევა მონაცემთა მიგრაციასთან იყო დაკავშირებული, რაც ძირითადად დიდ რესურსს მოითხოვს და შეფერხების საფრთხეს ზრდის. თუმცა სფეის ინთერნეიშენალის გუნდმა მოიფიქრა გამოსავალი, რომელმაც საშუალება მოგვცა დაგვენერგა ღრუბლოვანი სისტემა და დაგვემიგრირებინა მონაცემები უმოკლეს დროში. მიუხედავად იმისა, რომ გადასვლის პროცესისთვის მზადებას სამი თვე დასჭირდა, პროცესმა ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიარა“,ამბობს სფეის ინთერნეიშენალის CPO გიორგი კაპანაძე.

„გარდა მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა, ღრუბლოვან სისტემაზე გადასვლამ გააუმჯობესა პროდუქტის განვითარების პროცესი და სფეის ინთერნეიშენალის გუნდს შესაძლებლობა მისცა შეექმნა თანმიმდევრული და სწრაფად მასშტაბირებადი სერვისები ორივე ქვეყანაში,“ნიკა ქურდიანი, სფეის ინთერნეიშენალის გენერალური დირექტორი. S

 

სფეის ინთერნეიშენალი თიბისი ჯგუფის შვილობილი ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ციფრულ ბანკს ქმნის საქართველოსა და უზბეკეთში თიბისი უზბეკეთის ბრენდის ქვეშ. ის წარმოდგენილია მხოლოდ აპლიკაციის სახით და არ აქვს ტრადიციული ფილიალები.

სფეის ინთერნეიშენალის გუნდი ყოველდღიურად მუშაობს და ავითარებს აპლიკაციას, ცენტრალურად საქართველოდან. საბანკო პლატფორმა მომხმარებელს საცალო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის სესხებს, შემნახველ პროდუქტს და გადახდის ბარათებს სთავაზობს.

Mambu არის გერმანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ამსტერდამშია. ის მომხმარებელებს სრულად ღრუბლოვან თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ საბანკო სისტემას (core banking system) სთავაზობს. მამბუ 250 ზე მეტი მომხმარებლით 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მისი პარტნიორების სიაში არიან ნეობანკები მაგალითად Solarisbank და N26, ასევე დიდი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა Banco Santander და Check24. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *