მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

მარტში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის მარტში ქართული პროდუქციის ექსპორტმა 294 მლნ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ერთი თვის ექსპორტს 294 მლნ დოლარამდე არასდროს მიუღწევია.

2017 წლის მარტთან შედარებით ექსპორტი 33%-ით (73 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 35%-ით (216 მლნ დოლარით) გაიზარდა. მარტში იმპორტმა 838 მლნ დოლარი შეადგინა.

მარტში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 544 მლნ დოლარია, რაც 2017 წლის მარტის უარყოფით ბალანსზე 143 მლნ დოლარით მეტია.

სამი თვის ჯამში, 2018 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი 28.4%-ით, ხოლო იმპორტი 21.6%-ით გაიზარდა.

მარტის საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 აპრილს გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *