მარტში თბილისში ბინების გაყიდვები 11%-ით შემცირდა - Colliers Georgia

მარტში თბილისში ბინების გაყიდვები 11%-ით შემცირდა - Colliers Georgia

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,127 ერთეული შეადგინა. ეს 2023 წლის მარტთან შედარებით 11%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, შესაბამისად, 4% და 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ახალ პროექტებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი, შესაბამისად, 7% და 1%-იანი კლება დაფიქსირდა.

2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 9,824 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 3%-იან კლებას წარმოადგენს. ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

პირველ კვარტალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.