სოციალურ დახმარებაზე ყველაზე მეტად და ნაკლებად დამოკიდებული მუნიციპალიტეტები საქართველოში
საქართველოში ბევრი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს ქვევით, ანუ დღეში 6.85 დოლარზე ნაკლები ხარჯით საქართველოს მოსახლეობის 55.4% ცხოვრობს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 15.6% ცხოვრობს, რაც დაახლოებით 580 ათასამდე ადამიანია.
საქართველოში არსებულ სიღარიბის მაღალ დონეს კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ქვეყნის რეგიონები და მუნიციპალიტეტები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ეკონომიკური განვითარებისა და შემოსავლების დონით. ამ სხვაობის შერბილებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის გადანაწილებით ცდილობს. ფულის გადანაწილების ერთ–ერთი მექანიზმია მთავრობის მიერ ღარიბი მოსახლეობისთვის დანიშნული ყოველთვიური საარსებო შემწეობა, რომელიც პირდაპირ ფულად დახმარებასთან ერთად სახელმწიფოსგან სხვადასხვა უფასო და შეღავათიანი სერვისის მიღებას მოიცავს. მიმდინარე წლის მაისში საარსებო შემწეობა 488 ათასმა ადამიანმა მიიღო, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.1%-ია.
სტატიაში წარმოგიდგენთ საქართველოს 5 მუნიციპალიტეტს, სადაც მოსახლეობის ყველაზე მცირე წილი იღებს საარსებო შემწეობას და 5 მუნიციპალიტეტს, სადაც საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ყველაზე მაღალია.
სოციალურ დახმარებაზე ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული მუნიციპალიტეტები
5. ახალციხის მუნიციპალიტეტი – 7.9%
2023 წლის მაისში ახალციხის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 3,130-მა ადამიანმა მიიღო. 2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ახალციხეში 39,588 ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი ახალციხის მოსახლეობაში 7.9%-ია და ეს რიცხვი მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს აღემატება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა გაზრდილი რიცხვი 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდა, 2023 წლიდან კი სწრაფად დაიწყო შემცირება. 2023 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 1,200 ლარს უდრის.
ახალციხის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 2,230 | 2,505 | 2,730 | 3,169 | 4,358 | 3,310 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 5.7% | 6.4% | 6.9% | 8.0% | 11.1% | 7.9% |
4. ფოთის მუნიციპალიტეტი – 6.9%
2023 წლის მაისში ფოთის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 2,880-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ფოთის მოსახლეობაში 6.9%-ია და ეს რიცხვი მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს აღემატება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ფოთშიც გაიზარდა და მიუხედავად 2023 წელს შემცირებისა, პანდემიამდელი პერიოდის დონეზე ჯერ არ დაბრუნებულა. 2023 წლის ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 41.4 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 1,000 ლარს უდრის.
ფოთის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 2,227 | 2,457 | 2,482 | 2,805 | 3,408 | 2,880 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 5.3% | 5.9% | 6.0% | 6.8% | 8.3% | 6.9% |
3. ქუთაისის მუნიციპალიტეტი – 6.6%
2023 წლის მაისში ქუთაისის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 8,624-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ქუთაისის მოსახლეობაში 6.6%-ია და ეს რიცხვი მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს აღემატება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქუთაისშიც გაიზარდა და მიუხედავად 2023 წელს შემცირებისა, პანდემიამდელი პერიოდის დონეზე ჯერ არ დაბრუნებულა. 2023 წლის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 101 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 780 ლარს უდრის.
ქუთაისის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 7,760 | 7,504 | 6,923 | 7,931 | 10,140 | 8,624 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 5.4% | 5.4% | 5.1% | 5.9% | 7.8% | 6.6% |
2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი – 6.6%
2023 წლის მაისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 2,596-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ახალქალაქის მოსახლეობაში 6.6%-ია და ამ მაჩვენებლით ახალქალაქი მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტს უსწრებს. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ახალქალაქშიც გაიზარდა და მიუხედავად 2023 წელს შემცირებისა, პანდემიამდელი პერიოდის დონეზე ჯერ არ დაბრუნებულა. 2023 წლის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 23 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 590 ლარს უდრის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 1,773 | 2,457 | 1,655 | 2,166 | 2,954 | 2,596 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 4.1% | 5.9% | 4.0% | 5.3% | 7.4% | 6.6% |
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 5.1%
2023 წლის მაისში თერჯოლის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 1,537-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი თერჯოლის მოსახლეობაში 5.1%-ია და ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო მიმდინარე წლის მაისში მუნიციპალიტეტებს შორის. პანდემიამდე თერჯოლა არ ლიდერობდა დახმარების მიმღებთა ყველაზე დაბალი წილით. როგორც ჩანს, პანდემიის დროს დახმარების ბენეფიციართა გაზრდილი რიცხვი თერჯოლაში შედარებით სწრაფად შემცირდა. ზოგადად, თერჯოლა არ არის სიმდიდრით გამორჩეული მუნიციპალიტეტი, მისი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა ქუთაისის დონესთან ახლოს არის ხოლმე, რადგან ქუთაისიდან 30 კმ–ით არის დაშორებული. 2023 წლის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 23 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 870 ლარს უდრის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 1,861 | 1,721 | 1,805 | 2,074 | 2,993 | 1,537 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 5.6% | 5.3% | 5.7% | 6.6% | 9.8% | 5.1% |
სოციალურ დახმარებაზე ყველაზე მეტად დამოკიდებული მუნიციპალიტეტები
5. გარდაბნის მუნიციპალიტეტი – 25.2%
2023 წლის მაისში გარდაბნის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 20,067-მა ადამიანმა მიიღო. 2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, გარდაბანში 79,752 ადამიანი ცხოვრობდა. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა წილი გარდაბნის მოსახლეობაში 25.2%-ია, რაც მხოლოდ 4 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს ჩამორჩება. გარდაბანში პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი 2023 წელსაც გაიზარდა. 2023 წლის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 55.4 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 700 ლარს უდრის.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 8,131 | 9,028 | 10,684 | 14,318 | 18,447 | 20,067 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 10.0% | 11.2% | 13.3% | 17.8% | 23.3% | 25.2% |
4. ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 27.4%
2023 წლის მაისში ჭიათურის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 10,242-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ჭიათურის მოსახლეობაში 27.4%-ია, რაც მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს ჩამორჩება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ჭიათურაშიც გაიზარდა, ამჟამად კი პანდემიამდელ დონეზე ნაკლებია. 2023 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 40.3 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 1,080 ლარს უდრის.
ჭიათურის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 10,625 | 11,043 | 11,738 | 12,482 | 14,231 | 10,242 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 27.1% | 28.3% | 30.4% | 32.6% | 37.8% | 27.4% |
3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 30.5%
2023 წლის მაისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 3,099-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ამბროლაურის მოსახლეობაში 30.5%-ია და ეს რიცხვი მხოლოდ 2 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს ჩამორჩება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ამბროლაურშიც გაიზარდა, თუმცა უკვე პანდემიამდელ დონეზე ნაკლებია. 2023 წლის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 15 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 1,460 ლარს უდრის.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
მოსახლეობა | 10,745 | 10,643 | 10,524 | 10,405 | 10,205 | 10,148 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 4,110 | 4,455 | 4,403 | 4,669 | 4,855 | 3,099 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 38.3% | 41.9% | 41.8% | 44.9% | 47.6% | 30.5% |
2. ონის მუნიციპალიტეტი – 31.0%
2023 წლის მაისში ონის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 1,670-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი ონის მოსახლეობაში 31%- ია და ეს რიცხვი მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის მაჩვენებელს ჩამორჩება. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი ონშიც გაიზარდა, თუმცა უკვე პანდემიამდელ დონეზე ნაკლებია. 2023 წლის ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 17 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 3,150 ლარს უდრის.
ონის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
მოსახლეობა | 5,883 | 5,778 | 5,675 | 5,563 | 5,425 | 5,382 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 2,578 | 2,786 | 2,816 | 2,970 | 3,061 | 1,670 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 43.8% | 48.2% | 49.6% | 53.4% | 56.4% | 31.0% |
1. მესტიის მუნიციპალიტეტი – 35.7%
2023 წლის მაისში მესტიის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობა 3,332-მა ადამიანმა მიიღო. შემწეობის მიმღებთა წილი მესტიის მოსახლეობაში 35.7%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო მიმდინარე წლის მაისში მუნიციპალიტეტებს შორის. მესტიაში ყოველი მესამე მოსახლე სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებს. პანდემიის დროს შემწეობის მიმღებთა რიცხვი მესტიაშიც გაიზარდა, თუმცა უკვე პანდემიამდელ დონეზე ნაკლებია. 2023 წლის მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 10.4 მლნ ლარია, რაც მუნიციპალიტეტის ერთ მოსახლეზე 1,110 ლარს უდრის.
მესტიის მუნიციპალიტეტი | მაისი, 2018 | მაისი, 2019 | მაისი, 2020 | მაისი, 2021 | მაისი, 2022 | მაისი, 2023 |
მოსახლეობა | 9,511 | 9,479 | 9,440 | 9,447 | 9,364 | 9,340 |
შემწეობის მიმღებთა რაოდენობა | 4,650 | 4,990 | 5,467 | 6,182 | 6,756 | 3,332 |
შემწეობის მიმღებთა წილი მოსახლეობაში | 48.9% | 52.6% | 57.9% | 65.4% | 72.1% | 35.7% |