2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის მეორე კვარტალში (აპრილ-ივნისში) საქართველოს საგარეო ვალი 385 მლნ დოლარით გაიზარდა და 18.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალის ზრდა ძირითადად კომერციული ბანკების და კერძო კომპანიების მიერ აღებულმა სესხებმა განაპირობა. ჯამში 333 მლნ დოალრი ისესხეს.
საგარეო ვალის 30% მთავრობის საგარეო ვალზე მოდის, 24% კომერციული ბანკების ვალზე მოდის (ვალად ითვლება საზღვარგარეთიდან მოზიდული დეპოზიტებიც), ხოლო არასაფინანსო კერძო კომპანიების ვალის წილი 26%-ია.
30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი საქართველოს მშპ-ის დაახლოებით 113%-ია, 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი მშპ-ს 86% იყო.
ცხრილი: საქართველოს საგარეო ვალი, მლნ აშშ დოლარი
| 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | მარტი, 2019 | ივნისი, 2019 |
სამთავრობო სექტორი | 4,256 | 4,390 | 4,678 | 5,295 | 5,383 | 5,361 | 5,398 |
ეროვნული ბანკი | 252 | 220 | 201 | 292 | 369 | 376 | 415 |
ბანკები | 2,683 | 2,957 | 2,984 | 3,686 | 4,275 | 4,240 | 4,402 |
სხვა სექტორები | 3,327 | 4,076 | 4,901 | 4,620 | 4,582 | 4,554 | 4,725 |
პირდაპირი ინვესტიციები: | 3,476 | 3,676 | 3,168 | 3,423 | 3,186 | 3,275 | 3,250 |
მთლიანი საგარეო ვალი | 13,994 | 15,319 | 15,933 | 17,316 | 17,795 | 17,806 | 18,191 |
წყარო: ეროვნული ბანკი