მოგება-ზარალის ანგარიშგება

მოგება-ზარალის ანგარიშგება

მოგება-ზარალის ანგარიშგება (ინგლისურად Profit and Loss (P&L) Statement) არის ფინანსური ანგარიშგების ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გარკვეული დროის პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავალს და ამავე პერიოდში გაწეულ ხარჯებს უჩვენებს. თუ კომპანიას ხარჯზე მეტი შემოსავალი ჰქონდა, მაშინ მოგება-ზარალის ანგარიშგებაში ნაჩვენებია კომპანიის მოგება, ხოლო თუ ხარჯი შემოსავალზე მეტი იყო, მაშინ ანგარიშგებაში ზარალია ნაჩვენები.

მოგება-ზარალის ანგარიშგებაში პირველ რიგში იწერება კომპანიის გაყიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი, რომელსაც შემდეგ აკლდება გაყიდული საქონლის ან მომსახურების თვითღირებულება, ტრანსპორტირების ხარჯი, მარკეტინგის ხარჯი, კომუნალური ხარჯები, საოფისე ხარჯები, იჯარა, სესხის საპროცენტო ხარჯი, გადასახადები და სხვა ხარჯები. შედეგად ვიღებთ კომპანიის მოგებას ან ზარალს.

მოგება-ზარალის ანგარიშგება დაინტერესებულ პირებს (მაგალითად, ინვესტორები, კრედიტორები) მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის კომპანიის ფინანსური საქმიანობის შესახებ. ეს ინფორმაცია ასევე სჭირდება სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოებს კომპანიის მიერ ბიუჯეტში შესატანი გადასახადების გამოსათვლელად. ქართულ ენაში მოგება-ზარალის ანგარიშგება ზოგჯერ მოგება-ზარალის უწყისად არის მოხსენიებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *