მოგების მარჟა

მოგების მარჟა

მოგების მარჟა (ინგლისურად Profit Margin) არის კომპანიის მოგებიანობის მაჩვენებელი კოეფიციენტი. ის გამოითვლება კომპანიის შემოსავალში მოგების წილის ჩვენებით. მაგალითად, თუ კომპანიის შემოსავალი 5,000 ლარია და აქედან მოგება 1,000 ლარია, მოგების მარჟა იქნება 20%, რადგან 1,000 ლარი 5,000 ლარის 20%-ია.

ხშირად მოგების მარჟას ანგარიშობენ ყოველ ნავაჭრ 1 ლარზე. მაგალითად, თუ საქონლის ან მომსახურების გაყიდვიდან მიღებულ ყოველ 1 ლარში 5 თეთრი არის მოგება, მოგების მარჟა იქნება 5% (რადგან 1 ლარი 100 თეთრია). მოგების მარჟის ცოდნა კომპანიას იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ რა მინიმალურ ფასად შეუძლია საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, რადგან თუ შემოსავალში მოგების წილი არ იქნება, მაშინ ზარალზე წავა.

მოგების მარჟა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია კომპანიის ეფექტიანობის შესაფასებლად და, შესაბამისად, მას კრედიტორები და ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ. ის ასევე უჩვენებს კომპანიის მმართველების მუშაობის ხარისხს.