მომავალი ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიები

მომავალი ათწლეულის ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიები

დასაქმების ლანდშაფტი მუდმივად იცვლება. მე-19 საუკუნეში ამერიკაში ყველაზე დიდი მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო სექტორთან დაკავშირებულ სამსახურებზე იყო, დღეს კი აშშ-ის სამუშაოების დიდი წილი ადმინისტრაციულ, გაყიდვებისა და ტრანსპორტის სფეროს სამსახურებზე მოდის.

შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, 2020-დან 2030 წლამდე 11.9 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული ვარაუდები, თუ რომელ პროფესიებზე იქნება ყველაზე დიდი მოთხოვნა შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.

BLS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დიდი მოთხოვნა განახლებადი ენერგიის ტექნიკურ პერსონალზე, უფრო კონკრეტულად კი ქარის ტურბინების სერვისის ტექნიკოსებზე იქნება. პროგნოზის მიხედვით, მათი რიცხვი 68%-ით გაიზრდება, ხოლო წლიური ხელფასის რაოდენობა 56,000 აშშ დოლარი იქნება.

გარდა ამისა, დაახლოებით 50%-ით გაიზრდება მოთხოვნა პრაქტიკანტ ექთნებსა და მზის პანელების დამყენებლებზეც. ექთნებზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზის განმაპირობებელი ფაქტორი, ბუნებრივია, კოვიდპანდემიის დროს არსებული დეფიციტი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ ჩამოთვლილ პროფესიებს შორის ყველაზე დიდი ხელფასი სწორედ ექთნებს ექნებათ და ის 111,000 აშშ დოლარს გაუტოლდება.

ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიების წარმომადგენლებად დასახელდნენ სტატისტიკოსები, ფიზიოთერაპევტების ასისტენტები, ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები, სამედიცინო და ჯანდაცვის მომსახურების მენეჯერები და მონაცემთა მეცნიერები.

საინტერესო მიგნებაა ისიც, რომ 20 ყველაზე სწრაფად მზარდი პროფესიიდან 9 სწორედ ჯანდაცვის სფეროსთანაა კავშირში. ტექნიკური ხასიათის პროფესიებზე მოთხოვნა კი კომპიუტერულ ეპოქაში ბუნებრივი საკითხია.

Visual Capitalist
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *