მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები 2023 წლისთვის - Skytrax

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები 2023 წლისთვის - Skytrax

დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა Skytrax-მა, რომელიც საზოგადოებას ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიმოხილვებსა და რეიტინგებს სთავაზობს ახალი სია გამოაქვეყნა. რეიტინგში 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტებია ჩამოთვლილი.

ცნობისთვის, Skytrax-მა სიის შესადგენად სხვადასხვა ქვეყნიდან მოგზაურების გამოკითხვისას მიღებული პასუხები გამოიყენა. მოგზაურებს სთხოვეს შეეფასებინათ აეროპორტები რეგისტრაციიდან გამგზავრებამდე ყველა პროცედურის მიხედვით და გარემოების გათვალისწინებით.

სინგაპურის ჩანგის აეროპორტი, რომელიც Skytrax-ის სიაში ლიდერობას რვა წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, 2021 და 2022 წლებში რეიტინგში რამდენიმე პოზიციით დაქვეითდა. ამის მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები და შესაბამისად, მგზავრთა შემცირებული ნაკადები გახლდათ. თუმცა 2023 წლის რეიტინგში სინგაპურის ჩანგის აეროპორტმა ლიდერობა კვლავ დაიბრუნა.

ჩანგის აეროპორტი გამორჩეულია 40 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერით, პეპლების ბაღითა და IMAX კინოთეატრით, ასევე 280-ზე მეტი მაღაზიით და საკვებით ობიექტით, რომლებიც იდეალურია ფრენამდე დროის გასაყვანად ან მგზავრობის შემდეგ დასასვენებლად.

სიიდან გამოსარჩევია ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც წელს რეიტინგში მეორე ადგილი დაიმსახურა. ის მოგზაურებს კეთილმოწყობილ სივრცეებსა და სხვადასხვა თავშესაქცევს სთავაზობს – მათ შორის ქალაქის ტურებს მათთვის, ვინც რვა საათზე მეტს ატარებს ფრენის მოლოდინში.

Skytrax-ის სიაში მესამე ადგილი უკავია ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტს, იგივე ტოკიოს ჰანედას აეროპორტს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას სისუფთავის მაღალი დონის გამო იპყრობს. Skytrax-მა მას მსოფლიოში ყველაზე სუფთა აეროპორტის წოდებაც მიანიჭა.

წარმოგიდგენთ 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების ოცეულს, Skytrax-ის მიხედვით: 

1. სინგაპურის ჩანგის აეროპორტი

2. ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი

3. ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტი (ჰანედა)

4. ინჩეონის საერთაშორისო აეროპორტი

5. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი

6. სტამბულის აეროპორტი

7. მიუნხენის აეროპორტი

8. ციურიხის აეროპორტი

9. ნარიტას საერთაშორისო აეროპორტი

10. მადრიდი-ბარახასის აეროპორტი

11. ვენის საერთაშორისო აეროპორტი

12. ჰელსინკი-ვანტაას აეროპორტი

13. რომის ფიუმიჩინოს აეროპორტი

14. კოპენჰაგენის აეროპორტი

15. კანსაის საერთაშორისო აეროპორტი

16. ჩუბუ ცენტრაირის საერთაშორისო აეროპორტი

17. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი

18. სიეტლ-ტაკომას საერთაშორისო აეროპორტი

19. მელბურნის აეროპორტი

20. ვანკუვერის საერთაშორისო აეროპორტი

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *