მცირემასშტაბიანი ბირთვული ომიც კი, მილიარდობით ადამიანის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევს - კვლევა

მცირემასშტაბიანი ბირთვული ომიც კი, მილიარდობით ადამიანის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევს - კვლევა

Nature Food-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი, გლობალურ შიმშილსა და 5 მილიარდზე მეტი ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს. მცირე, რეგიონული ბირთვული კონფლიქტი კი, შესაძლოა, მილიარდობით ადამიანის შიმშილობის მიზეზი გახდეს.

საინტერესოა, რომ კლიმატური მოდელებით, ბირთვული ომის ექვსი სხვადასხვა სცენარი არსებობს. არსებული მოდელები პროგნოზირებენ სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის მომავალს, იმ შემთხვევაში თუ მცირე მასშტაბის ბირთვული ომი წარიმართება ინდოეთსა და პაკისტანს შორის, ანადაც მსხვილი მასშტაბის ბირთვული დაპირისპირება – რუსეთსა და აშშ-ს შორის.

დადგინდა, რომ მცირე, ლოკალიზებულ ბირთვულ კონფლიქტსაც ექნება გრძელვადიანი შედეგები, რომელიც საკვების დეფიციტის გამო მილიარდობით ადამიანის შიმშილით სიკვდილს გამოიწვევს. Nature Food-ის კვლევით, ორ წელიწადში, ორ მილიარდზე მეტი ადამიანის შიმშილით დაღუპვის რისკი იარსებებს ინდოეთსა და პაკისტანს შორის მცირემასშტაბიანი ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში. ბირთვული კატასტროფის შედეგად წარმოქმნილი ჭვარტლი, მზის შუქის დაბლოკვითა და ტემპერატურის შემცირებით, მოსავალს გაანადგურებს.

რაც შეეხება ყველაზე ექსტრემალურ სცენარს, სრულმასშტაბიან ბირთვულ ომს აშშ-სა და რუსეთს შორის, შედეგები შემდეგნაირია: სოფლის მეურნეობის წარმოების ვარდნა, რის შედეგადაც პლანეტის 75%-ზე მეტი ორ წელიწადში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. სრულმასშტაბიანი ომის შედეგები შეეხება თითქმის ყველას, ავსტრალიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით.

თუმცა, შიმშილობასთან ერთად, მკვლევრები სამომავლოდ ბირთვული დაპირისპირების სხვა შედეგების განხილვასაც გეგმავენ. მაგალითისთვის, „ბირთვული ზამთრის“ დაწყების გარდა, ბირთვულმა აფეთქებებმა შესაძლოა, ოზონის შრის განადგურება და პლანეტის ზედაპირზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ზრდა გამოიწვიოს. რადიოაქტიური დაბინძურებით ტერიტორიის დიდი ნაწილი დაზარალდება, განადგურდება საკვების წარმოებისთვის საჭირო ძირითადი პროდუქცია და ინფრასტრუქტურა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *