მზის ენერგია სოფლის მეურნეობის სამსახურში - ნიდერლანდებში საპილოტე პროექტი იწყება

მზის ენერგია სოფლის მეურნეობის სამსახურში - ნიდერლანდებში საპილოტე პროექტი იწყება

შვედურმა ენერგოკომპანია Vattenfall-მა, ექსპერიმენტული პროექტის დაწყების ნებართვა მიიღო, რომელიც სოფლის მეურნეობაში მზის ენერგიის პანელების ახლებური მეთოდით გამოყენების გულისხმობს. პროექტი, რომლის განხორციელებას  ნიდერლანდებში გეგმავენ, მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიისა და აგრონომიის კომბინირებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმას.

Vattenfall-ის მზის ენერგიის განვითარების ხელმძღვანელმა განმარტა, თუ როგორ მოხდება მზის პანელებისა და ორგანული მეურნეობის მცენარეებისათვის საჭირო აღჭურვილობის ერთობლივად განთავსება.

პროექტის საპილოტე ვერსიას Symbizon-ი ერქმევა და იგი უკვე ოთხი წელია, რაც მუშავდება. Symbizon-ი ამსტერდამის აღმოსავლეთით განთავსდება. მას ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტრო აფინანსებს.

Vattenfall-ის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტში მზის ისეთ პანელებს გამოიყენებენ, რომელთაც ორი მხარე ექნებათ და მზის სხივების ენერგიას მაქსიმალურად ეფექტიანად აითვისებენ. გარდა ამისა, მზის პანელები მცენარეებისაგან არეკლილ მზის სინათლესაც გარდაქმნიან ენერგიად.

საინტერესოა, რომ დადებითი მოლოდინის მიუხედავად, პროექტის ეფექტიანობის შესახებ დასკვნა ჯერ მზად არის. დოკუმენტს 2021 წლის ბოლოსათვის ელოდებიან, იმედის მომცემი შედეგების შემთხვევაში მშენებლობა 2022 წლიდან დაიწყება.

ალტერნატიული ენერგიისა და აგროსფეროს კომბინაციის შესაძლებლობებს მეცნიერები უკვე მრავალი წელია, განიხილავენ, თუმცა მასობრივი ეფექტიანი პროექტის განხორციელება ჯერ ვერ მოხერხდა. ამჟამად არსებული ყველა პროექტი მზის ენერგიით მხოლოდ მცირე ზომის ფერმებს უზრუნველყოფს.   გაერთიანებული ერების სურსათისა და აგრონომიის ორგანიზაციის განცხადებით, მალე მზის ენერგიის ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება როგორც მცირე, ისე დიდი ზომის ფერმებისათვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *